23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:30
30-01-2017
კრიშტიანუ რონალდო ქორწინდება! - ნახეთ მისი რჩეულის ფოტოები
ირინა შეიკთან დაშორების შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი არ იყო ტრადიციული ორიენტაციის და იმასაც ელოდნენ, რომ კრიშტიანუ სკანდალურ განცხადებებს გააკეთებდა. 



თუმცა რამდენიმე გოგონასთან რომანის შემდეგ მის გვერდით სტაბილურად გამოჩნდა 21 წლის მანეკენი ჯორჯინა როდრიგესი, რომლის ცოლად მოყვანასაც აპირებს 31 წლის ფეხბურთელი და უკვე ქორწილის თარიღიც დანიშნა.



ამბობენ, რომ კრიშტიანუს დედამ დააძალა ცოლის მოყვანა და მარტოხელა ცხოვრებასთან გამოთხოვება. მას განსაკუთრებულად მოეწონა ჯორჯინა, რომელმაც ფეხბურთელის ვაჟთანაც შესანიშნავად ააწყო ურთიერთობა. 



თუმცა მასთან საერთო ენის გამონახვა არც ირინა შეიკს გასჭირვებია, რომელზეც ფეხბურთელმა აღარ იქორწინა. 

ახლა ირინაც ორსულადაა ბრედლი კუპერისგან და ჩანს, რონალდოც უფრო სერიოზულად დაფიქრდა ოჯახზე. ქორწილი 2018 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. 




სხვა სიახლეები