23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:33
22-02-2017
ასეთი სერენა უილიამსი ჯერ არ გინახავთ!
ავსტრალიის თასზე გამარჯვებას და მილიარდერ ალექსის ოგანიანთან ნიშნობას ცნობილმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა ეს სექსუალური ფოტოსესიაც დაურთო თან და საზოგადოება გამუდმებით მასზე ლაპარაკობს. 35 წლის სპორტსმენმა მშვენიერი სხეული წარმოაჩინა საცურაო კოსტიუმებში. “სპორტს ილუსტრეიდისთვის”. ადრე ხშირად ამბობდნენ, რომ სერენა არაქალურია და მამაკაცური გარეგნობა აქვს, თუმცა ამ ფოტოსესიამ სკეპტიკოსებიც დაარწმუნა, რომ სერენა ძალიანაც ქალური და სექსუალურია.

ჩოგბურთის ლეგენდას 23 სერიოზული ტიტული აქვს.

“დაწოლილი ფოტოები უფრო მომეწონა, რადგან მათში უფრო ჩანს ჩემი ნავარჯიშევი სხეული და ლამაზ ფონსაც უფრო უხდება, - აღიარა სერენამ ფოტოსესიის შემდეგ, - მინდა ადამიანებმა გაიგონ, რომ სავსებით ნორმალურია, თავი კომფორტულად იგრძნო საკუთარ სხეულში. მე არ ვარ გამხდარი, არ მაქვს მანეკენის ტანი და ეს მშვენიერია. ნორმალურია სავსებით, იყო ძლიერი, იყო სექსუალური და იყო ქალი, ერთდროულად. მინდა, ისეთ ქალებს, რომლებსაც ჩემნაირი აღნაგობა აქვთ, სტიმული მივცე. ისინი მშვენივრად გამოიყურებიან”.

იხილეთ ფოტოები:


სხვა სიახლეები