23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:32
06-03-2017
სკანდალური ფოტოსესია – ჟურნალის გარეკანზე დაკუნთული ქალი გაშიშვლდა
ბოლო დროს მოდური გახდა პროვოკაციული ფოტოსესიები და ჟურნალების გარეკანებზე სრულიად არატრადიციული და არასტანდარტული მოდელების გამოჩენა. ამჯერად ჟურნალმა “ინტერვიუმ” გამოიჩინა თავი და საკმაოდ სკანდალური ფოტოსესიის შედეგები გამოაქვეყნა, რითაც დიდი ყურადღება მიიპყრო. 


ჟურნალის გარეკანისთვის ცნობილი ამერიკელი კულტურისტი ქალი ჟოელ ლომბარდი გაშიშვლდა. მისი პროვოკაციული ფოტოები ჟურნალის ყდასა და შიდა გვერდებზე გამოჩნდა. მათში დაკუნთული ლამაზმანი მკერდმოშიშვლებულიც პოზირებს და მნახველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. 


ფოტოები ცნობილმა ფოტოგრაფმა სტივენ კლეინმა გადაიღო, რომელიც ამბობს, რომ აღფრთოვანებულია ამერიკელი ათლეტის შესაძლებლობებით და მისი უნარით, იმუშაოს ფოტოობიექტივების წინ.

იხილეთ ფოტოები:


სხვა სიახლეები