23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:24
13-03-2017
ახალი გამოგონება - ჭკვიანი პრეზერვატივი, რომელიც სექსუალურ ცხოვრებას აკონტროლებს!
თითქოსდა პრეზერვატივი ისეთი რამაა, მასში რაღა უნდა შეცვალო. მაქსიმუმ, ფორმა და მასალა დახვეწო. თუმცა კომპანია ,,British Condoms''-ი შორს წავიდა და ბაზარზე გამოუშვა... ჭკვიანი პრეზერვატივები. ამ სიახლეს დაარქვეს  i.Con -ი და ითარგმნება, როგორც “მაღალტექნოლოგიური კონდომი”.

     

გამოგონება მუშაობს ჭკვიანი სამაჯურის პრინციპით, ოღონდ არეგისტრირებს არა სპორტულ ცხოვრებას, არამედ სექსუალურს. კონდომი აფიქსირებს სქესობრივი კავშირების ხანგრძლივობას, სიხშირეს და რაოდენობას, ასევე სხვადასხვა პოზასა და კალორიების რაოდენობასაც კი, რომლებიც იწვება სექსის დროს. ეს არის სპეციალური რეზინის რგოლი, რომელიც პრეზერვატივს ერგება. ისიც რეზინის რგოლისგან არის დამზადებული და მასში მინატურული გადამცემებია დამალული.

       

ყველა მონაცემს ის სპეციალურ სერვისზე გზავნის, რომლის ჩატვირთვა ტელეფონზეა შესაძლებელი. ამ სერვისის მფლობელებს ერთმანეთშიც შეუძლიათ საკუთარი შედეგების გაცვლა და თავის მოწონება გარკვეული წარმატებებით.


სიახლე 75 დოლარი ღირს და გამომგონებლებს იმედი აქვთ, რომ ძალიან აქტუალური გახდება.



სხვა სიახლეები