23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:34
14-03-2017
ყველაზე თამამი ავსტრალიელი წყვილი სოციალურ ქსელს იპყრობს
ახალგაზრდა ავსტრალიელი წყვილისთვის სექსი ხელოვნებაა. მხატვარი მიჩ გობელი და იოგის ინსტრუქტორი სალი მუსტანგი გიჟდებიან ერთმანეთზე და ამ სიყვარულს სოციალურ ქსელში სხვებსაც უზიარებენ. ინსტაგრამზე ნახევარი მილიონი ხელმომწერი ჰყავთ. სალი ხშირად დებს შიშველ ფოტოებს, ქმრის მიერ გადაღებულ კადრებს და ასევე ხშირად უზიარებს თაყვანისმცემლებს ქმართან ერთად სასიყვარულო ურთიერთობისას აღბეჭდილ კადრებს.

         
ხანდახან ფოტოებს რაიმე ნაამბობიც ახლავს მათ ინტიმურ ცხოვრებაზე. წყვილი ყველას მოუწოდებს, ღიად ისაუბრონ სექსზე. მათ სჯერათ, რომ ასე უფრო ადვილად გაუმკლავდებიან პრობლემებს.

        
მათი ხელმომწერების უმრავლესობას მოსწონს მათი ფოტოებიც და ცხოვრების წესიც. მხოლოდ 10% გამოხატავს აგრესიას მეტისმეტი სიშიშვლისა და სითამამის გამო, თუმცა წყვილს ამაზე რეაქცია არ აქვს.

სალიმ ერთ-ერთ პოსტში გამოაცხადა, რომ სექსი ისაა, რასაც სახელი უნდა გაუთქვა იმის ნაცვლად, რომ ჩრდილში ამყოფო და დამალო. 

        

“სექსი არ უნდა იყოს რაღაც სამარცხვინო და საშიში”, - ამბობს სალი და ამტკიცებს, რომ მათი ინტიმური ცხოვრება კიდევ უფრო გაუმჯობესდა მას მერე, რაც ამის შესახებ ღიად საუბრობენ.


სხვა სიახლეები