23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:26
23-03-2017
მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონები
2017 წელის რეკორდების წელი აღმოჩნდა მილიარდერი ქალებისთვის. წელს ჟურნალმა “ფორბსმა” პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სია კვლავაც შეადგინა და 2043 ადამიანს შორის 227 ქალია, ანუ 11%, რაც უკვე რეკორდია, რადგან შარშან სიაში 202 ქალი იყო. ქალბატონების საერთო ქონება 852,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.


სიაში აღმოჩენილი ქალების უმრავლესობას სიმდიდრე მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მაგალითად, ყველაზე მდიდარი ქალი ლილიან ბეტანკური, რომელიც 94 წლისაა და 39 მილიარდი დოლარის მფლობელია, “ლორეალის” დამფუძნებლის მემკვიდრეა. ასევე სიაში მეორე ადგილზე აღმოჩენილი ელის უოლტონი, 33 მილიარდი დოლარის მფლობელი, “ვოლმარტის” მაღაზიათა ქსელის მეპატრონეა, რომელიც მამამისმა დააარსა და მემკვიდრეობით დაუტოვა. 
რასაკვირველია, არის გამონაკლისებიც. მაგალითად, ჩინელი ჩჟოუ ციუნფეი, რომლის კომპანია მობილური ტელეფონების ეკრანებს აწარმოებს და რომელმაც თავად შექმნა საკუთარი კომპანია და დააგროვა სიმდიდრე. 


ახლა კი მსოფლიოს უმდიდრეს ქალთა პირველ სამეულს გადავხედოთ კიდევ ერთხელ:

1. ლილიან ბეტანკური – 39,5 მილიარდი დოლარი
ლილიან ბეტანკური 94 წლისაა, ქვრივი. ეჟენ შულერის ქალიშვილი და მემკვიდრეა, “ლორეალის” იმპერიის დამაარსებლის. ამჟამად მას კომპანიის აქციების 33% ეკუთვნის. 2011 წლიდან ქონებას აკონტროლებენ მისი ქალიშვილი ფრანსუაზა ბეტანკური და შვილიშვილები. ასე გადაწყვიტა სასამართლომ, რომელმაც ლილიანი ჩათვალა უუნაროდ ამხელა იმპერიის მართვაში. სასამართლოში მას საკუთარმა შვილმა უჩივლა, რომლის თქმითაც, დედამისი უაზროდ ფლანგავდა ფულს და მისი ხანდაზმულობით მისი გარემოცვის წევრები სარგებლობდნენ. მაგალითად, მეგობარ ფოტოგრაფს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების საჩუქრები და ნაღდი ფული აჩუქა. 

     

2. ელის უოლტონი – 33,8 მილიარდი დოლარი
ამერიკელი ელისი 67 წლისაა, განქორწინებული. მისი ქონება “ვოლ-მარტის” მაღაზიათა უდიდესი ქსელია. ის ქსელის დამაარსებლის ერთადერთი ქალიშვილია. ცნობილია პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებით და იმით, რომ უყვარს ხელოვნება. მაგალითად, პირველი ხელოვნების ნიმუში 10 წლისამ იყიდა და ეს იყო “ცისფერი შიშველი” პაბლო პიკასოსი, რომელიც მამამისის კუთვნილ პირველ მაღაზიაში იყიდებოდა. ახლა მისი საკუთარი ხელოვნების კოლექცია ასობით მილიონ დოლარად არის შეფასებული. 

       

3. ჟაკლინ მარსი – 27 მილიარდი დოლარი
ამერიკელი ჟაკლინ მარსი უდიდეს საკონდიტრო კომპანიის მფლობელია - ,,Mars Inc'' არა მხოლოდ საკონდიტრო პროდუქციას აწარმოებს, არამედ ჩვეულებრივ, საოჯახო პროდუქტებსაც. ჟაკლინი ამ კომპანიის საქონელბრუნვისა და კაპიტალის მესამედს ფლობს.

       


სხვა სიახლეები