23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:35
27-03-2017
ვარსკვლავური სკანდალი - ჯენიფერ ენისტონმა ქმარს ინტიმური მიმოწერა აღმოუჩინა
არსებობს მოსაზრება, რომ ის ეჭვიანობს მხოლოდ, ვისაც თავად შეუძლია ღალატი. ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, რომ ჯასტინ ტერუ განიცდიდა მისი ცოლის და ბრედ პიტის ხელახლა გაჩაღებული ურთიერთობების გამო. ოჯახის ახლობლების თქმით, ანჯელინასთან დაშორების შემდეგ ჯენიფერი ხშირად სწერდა ბრედ პიტს და მეგობრობა აღადგინეს. 

ახლა კი ტერუმაც აიძულა ცოლი, ენერვიულა. თუმცაღა ამჯერად მიზეზი უფრო სერიოზულია. ამბობენ, რომ ენისტონმა ჯასტინს 28 წლის მსახიობთან ინტიმური მიმოწერა აღმოუჩინა ტელეფონში. 

ჯასტინი ემილი მიდს სწერდა, რომელიც სერიალ “დატოვებულების” გადაღებებზე გაიცნო. მართალია, ამ სურათზე მუშაობა 2014 წეკს დაასრულეს, ურთიერთობა გააგრძელეს და სავარაუდოდ, ფლირტიც. ენისტონი შიშობს, რომ ისინი საყვარლები არიან, საკმაოდ სერიოზული სკანდალი მოაწყო, ეჩხუბა ქმარს და რამდენიმე მეზობელს ასეთი ფრაზებიც გაუგონია აყვირებული ენისტონისგან: “მეგობრებს ასეთ რამეს არ სწერენ!”.

იმედია, წყვილი მოაგვარებს ურთიერთობებს და ენისტონს ისევ არ დაენგრევა ოჯახი.


მსგავსი სიახლეები
სხვა სიახლეები