23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:29
27-03-2017
ჯონი დეპის ახალი რომანი – ვინ არის 23 წლის ლუსი
53 წლის ჯონი დეპი, როგორც იქნა, მოსულიერდა ამბერ ჰერდთან განქორწინების შემდეგ და ახალი რომანისთვისაც მზადაა. მისი ახალი რჩეული 23 წლის მსახიობი ლუსი ბოინტონია. გოგონა მან გაიცნო “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში” გადაღებებზე და ამტკიცებენ, რომ მალე დამეგობრდნენ. ახლო გარემოცვის ცნობით კი, მათი ურთიერთობა რა ხანია გასცდა მეგობრობას. ეგ კი არა, ჯონი ახალგაზრდა მსახიობთან ინგლისში გადაბარგებასაც კი გეგმავს.

სხვათა შორის, ჯონიმ ამბერ ჰერდიც გადაღებებზე გაიცნო – 2011 წელს ერთად ითამაშეს ფილმში “რომის დღიურები”. 30 წლის ამბერისთვის მაშინ ჯონიმ 13-წლიანი კავშირი დაარღვია ვანესა პარადისთან. თუმცა ამბერთან ქორწინებამ არ გაამართლა – ერთ წელიწადში წყვილი დიდი სკანდალით დაშორდა ერთმანეთს.

იხილეთ მშვენიერი ლუსის ფოტო:


მსგავსი სიახლეები
სხვა სიახლეები