23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:36
28-03-2017
საქართველოში საწვავი გაიაფდა
ქართულ ბაზარზე საწვავის ღირებულება მცირდება. სამ ბრენდირებულ კომპანიაში, "ვისოლში", "ლუკოილსა" და "სოკარში" ფასები 5 თეთრით შემცირდა.

ნავთომიპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ფასები ასევე 5-10 თეთრით შემცირდა არაბრენდირებულ ბენზინგასაგასამართ სადგურებზეც.

სპეციალისტების აზრით, ღირებულების კლება, საერთაშორისო ბაზრის ფასებმა და ლარის კურსმა გამოიწვია.

საერთაშორისო ბაზარზე 1 ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 50 დოლარის ნიშნულზე რჩება.


სხვა სიახლეები