23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:34
28-03-2017
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ზღვის სანაპიროზე იქორწინებენ
როგორც იცით, პრინცმა ჰარი მეგანი უკვე წარუდგინა ოჯახის წევრებს, ბებიის გარდა. ამჟამად წყვილი იამაიკაზე ატარებს არდადეგებს. აქ ისინი ცნობილმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა დაპატიჟა, თავის ქორწილში. სერენა მეგანის დიდი მეგობარია და მეგანიც ქორწილს საქმროსთან ერთად დაესწრო.


ამბობენ, ჰარი ისე მოიხიბლა პლაჟზე ჩატარებული ცერემონიით, თავადაც ასე სურს ქორწინება.  თვითმხილველებმა ისიც თქვეს, რომ ჰარი ქორწილში საკმაოდ დათვრა – არც ისე ცოტა კოქტეილი დალია და საცეკვაოდ რომ გაიწია, იატაკზე გაიშხლართა.  

როგორც ბრიტანული პრესა წერს, ჰარიმ ამ დღეებში უნდა წარუდგინოს საცოლე ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს და საბოლოოდ დადგინდეს და გაცხადდეს, როდის იქორწინებს უმცროსი პრინცი.


სხვა სიახლეები