23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:31
28-03-2017
ქალის სექსუალური მომხიბვლელობა თურმე მის სურნელზეა დამოკიდებული
“ქალის სურნელში” ალ პაჩინოს მიერ გამოთქმული მოსაზრებები კიდევ ერთხელ დადასტურდა. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რომელშიც მამაკაცები მონაწილეობდნენ, მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი სურნელი აქვს ქალს. უსიამოვნო სურნელი მათთვის ქალს სექსუალურად არამიმზიდველად აქცევს. და პირიქით – კარგი სურნელი მათ აღაგზნებს კიდეც.

რაც შეეხება წონას, გამოკითხულ მამაკაცთა 30%-ს არ მოსწონს დიდწონიანი ქალები, 20% კი ზომიერ სიპუტკუნეს ემხრობა.

ქალის სექსუალურობაში ასევე მნიშვნელოვან პარამეტრად მამაკაცები ასახელებენ მის აქტივობას ინტიმური სიახლოვის დროს. მამაკაცებს სურთ, რომ ქალმა ხანდახან მაინც თავად აიღოს ინიციატივა საკუთარ თავზე.

გარდა ამისა, მამაკაცებს არ მოსწონთ მწეველი ქალები, მათი ნაამბობი ყოფილ მიჯნურებზე, კალორიების ხმამაღლა თვლა და მუდმივი შენიშვნები პარტნიორის მისამართით.


მსგავსი სიახლეები
სხვა სიახლეები