23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:29
29-03-2017
კერძები, რომელებისთვისაც ღირს მოგზაურობა

1. საქართველოში მოგზაურობა ალბათ მხოლოდ ხინკლის გამოც ღირს. ყოველშემთხვევაში ასე მიიჩნევენ გურმანები და ხინკალი თავად საქართველოში არამატერიალურ ძეგლადაც კია მიჩნეული.

GEMRIELIA




2. ავსტრია - შნიცელი. ეს ევროპაში პოპულარული კერძია, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ ავსტრიაში, ვენაში შეხვდებით. შნიცელი დაბეგვილი ხორცია, რომელსაც კვერცხში და პურის ნაფხვენში ავლებენ, შემდეგ კი წვავენ.

GEMRIELIA

3. ავსტრიაშივე შეგიძლიათ დააგემოვნოთ გემრიელი Tafelspitz -თხლად დაჭრილი მოხარშული საქონლის ხორცი ბოსტნეულის, ვაშლისა და პირშუშხას გარნირით. ეს იმპერატორ ფრანც იოსებ I-ის საყვარელი კერძი ყოფილა.

GEMRIELIA

4. ბელორუსიაში და უკრაინაში დრანიკები უნდა გასინჯოთ. კლასიკურ ვერსიას არაჟანთან ერთად მოგართმევენ, ტკბილს კი ვაშლის სოუსით.

GEMRIELIA

5. არ დაბრუნდეთ ბელგიიდან მიდიების გასინჯვის გარეშე! 

GEMRIELIA

6. ჩეხეთი - Svíčková. ეს საქონლის ხორცის კერძია, რომელიც სხვადასხვა მწვანილთან და სუნელთან ერთად ნაღებში მზადდება. ხშირად შტოშის სოუსთან ერთად მოაქვთ. 

GEMRIELIA

8. ესტონეთი - Mulgikapsad. ეს კერძი დაკეპილი მჟავე კომბოსტოთი და ადგილობრივი ძეხვეულით მზადდება, კარტოფილთან, მდოგვთან და ძირასთან ერთად. 

GEMRIELIA

9.საფრანგეთში ჩასვლისას დაგემოვნება უნდა დაიწყოთ კრეპებით! მისი სამშობლოა ბრეტანის რეგიონი, თუმცა მთელ საფრანგეთში შეხვდებით. ბრეტონული კრეპები ბლომად კარაქის თანხლებით მოაქვთ, მაგრამ ზოგადად, არჩევანი დიდია: ტკბილი, მარილიანი, ნაირ-ნაირი არომატით და საწებლით.

GEMRIELIA


12. ხორცი ბურგუნდიულად ფრანგული კულინარიის სიმბოლოდ იქცა. საოცრად გემრიელი, ღვინოში ჩაშუშული საქონლის ხორცი კარტოფილით, სტაფილოთი და არომატულ მცენარეთა ნაკრებით გულგრილს არავის ტოვებს!

GEMRIELIA

13. ფუა-გრა ნამდვილი ფრანგული დელიკატესია. სპეციალურად გამოზრდილი ბატის მთლიანი ღვიძლი, რომელიც ფრანგების სადრესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენებაა. როგორც გურმანები მიიჩნევენ, ბორდოს რესტორნებში ყველაზე მადისაღმძვრელ ფუა-გრას შემოგთავაზებენ.

GEMRIELIA

14. საფრანგეთი დესერტებითაც განთქმულია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ფრანგულ მაკარონებთან ერთად, გახლავთ მილ-ფეი - ხრაშუნა ფენოვანი ცომი კრემ პატისიერის ნაზი არომატით. მილ-ფეის ბევრნაირად ამზადებენ, სხვადასხვა გემრიელი დანამატით.

GEMRIELIA

15. გერმანია - Currywurst. ეს გახლავთ ღორის ცხარე ძეხვისგან მომზადებული კერძი, რომელიც 1949 წელს გერმანელმა დიასახლისმა ჰერტა ჰიუვერმა მოამზადა მუშებისთვის და მალე პოპულარულიც გახდა.

GEMRIELIA

16. საბერძნეთში იმოგზაუროთ და მუსაკა არ გასინჯოთ? ეს ბერძნების საყვარელი კერძია, ბადრიჯნით, პამიდვრით და ყველით.

GEMRIELIA

17. უნგრეთი ცნობილია თავისი გულიაშით. ეს ხორცის წვნიანი გახლავთ კარტოფილით და ბევრი პაპრიკით.

GEMRIELIA

18. იტალია პიცისა და სპაგეტის გასინჯვის გარეშე არასოდეს დატოვოთ. პიცა მარგარიტა ყველა სხვა პიცის „წინაპარია“ და იტალიელების საყვარელი კერძი

GEMRIELIA

19. პოლონეთი ღვეზელებით განთქმულია. ამზადებენ მრავალნაირს, ზოგს აცხობენ, ზოგს ტაფაზე წვავენ.

GEMRIELIA

20. პორტუგალიაში Pastel de Nata გასინჯეთ. როგორც ამბობენ, ეს გემრიელი დესერტი მე-18 საუკუნეში ბერებმა გამოიგონეს.

GEMRIELIA

21. გასტრონომიულ რუსეთს იცნობენ პელმენებით, შჩით, წიწიბურას ფაფით და ხიზილალით. რუსული საფუვრიანი ბლინებიც არუნდა დაგავიწყდეთ.

GEMRIELIA

22. ესპანეთში მოგზაურობისას პაელია და გასპაჩო უნდა გასინჯოთ. პაელია ბრინჯისა და ზღვის პროდუქტისგან მომზადებული უგემრიელესი კერძია,გასპაჩო კი პამიდვრის ცივი წვნიანი.

GEMRIELIA

23. შვედური ხორცის ბურთულები Köttbullar აქაურების საყვარელი საჭმელია და ტურისტებიც სიამოვნებით მიირთმევენ.

GEMRIELIA

24. შვეიცარია ულამაზესი ბუნებისა და ძვირფასი საათების გარდა გემრიელიკერძებითაც დაგამახსოვრდებათ. აუცილებლად გასინჯეთ როშტი და ფონდიუ! როშტი იქაური ფერმერების საყვარელი საუზმეა, მარტივი და გემრიელი. ფონდიუ კი თხილამურებით სრიალის შემდეგ განსაკუთრებით გემრიელი მოგეჩვენებათ.

GEMRIELIA

GEMRIELIA


25. უკრაინაში აუცილებლად გასინჯეთ იქაური ბორში.მერე რა,რომ ეს კერძი ჩვენთვის სიახლე არ არის, სამშობლოში სხვანაირად გემრიელია!

GEMRIELIA

26. დიდ ბრიტანეთში Fish and Chips - კარტოფილი და შემწვარი თევზი უყვართ. მაგრამ აუცილებლად გასასინჯ კერძებში შედის ტრადიციული საკვირაო სადილიც Sunday Roast. 

GEMRIELIA

 



სხვა სიახლეები