23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:31
30-03-2017
პრინც უილიამის სავარაუდო იდუმალი მიჯნური ალაპარაკდა
ავსტრალიელი მოდელი სოფი ტერნერი ის გოგონაა, რომლის შესახებაც ბოლო დროს აქტიურად წერენ. სოფი პრინც უილიამის გვერდით მისი შვეიცარიული არდადეგების დროს გამოჩნდა და საკმაოდ ხმაურიანი სკანდალიც მოჰყვა ამას. ფოტოებითაც ადასტურებდნენ პაპარაცები, რომ პრინცს ფლირტი ჰქონდა სოფისთან და ამის შემდეგ მას ცოლთან საკმაო უთანხმოებაც მოუვიდა.

სამეფო ოჯახის არც ერთ წევრს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დუმილი მოულოდნელად დაარღვია ამბის მეორე მთავარმა გმირმა – მოდელმა სოფი ტერნერმა. გოგონამ ჟურნალისტებს გულახდილი ინტერვიუ მისცა და აღიარა, რომ მთელი ეს ხმაური მას ძალიანაც მოსწონს.

“აქედან თუ რაიმე სასიკეთო გამოვა, ეს სწორედ ისაა, როსკენაც ვისწრაფოდი და რისი იმედიც მქონდა”, - ამბობს სოფი. 24 წლის გოგონას სჯერა, რომ ამ ხმაურიანი სკანდალის შემდეგ მის კარიერაში ახალი პიკი დადგება და კიდევ უფრო მოთხოვნადი მოდელი გახდება.


მსგავსი სიახლეები
სხვა სიახლეები