23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:25
31-03-2017
''ვახო რჩეულიშვილი კვდება, უკვე გონება დაკარგა! მაია უმძიმეს მდგომარეობაშია კლინიკაში! გუკა პატიმარია! რუსუდანს დღეს პატიმრობა მიუსაჯეთ! ...''
''ვახო რჩეულიშვილი კვდება, უკვე გონება დაკარგა! მაია უმძიმეს მდგომარეობაშია კლინიკაში! გუკა პატიმარია! რუსუდანს დღეს პატიმრობა მიუსაჯეთ! თქვენ ხო არ გაგიჟდით?! და ჩვენც ხო არ გაგვიჟდით, ჩუმად რომ ვართ?!''-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.


ცნობილია რომ, ცენტრ პოინტის საქმეზე რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რადენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ასევე 4 წლით პატიმრობა მიესაჯა მაია რჩეულიშვილს. 

ცენტრ პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. ის ბადრაგმა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაიყვანა. 

მაია რჩეულიშვილი პროცესს დღეს ვერ დაესწრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მას გულზე უნდა გაუკეთდეს ოპერაცია.

გამოძიება რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება. საქმე ეხება ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობას.



მსგავსი სიახლეები
სხვა სიახლეები