23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:27
31-03-2017
შარლიზ ტერონი ვაჟს ისევ გოგოსავით აცმევს და ხალხს აღაშფოთებს
შარლიზ ტერონს ბოლო პერიოდში მშობლები ხშირად კიცხავენ და შვილების მეშვეობით პოპულისტობაში სდებენ ბრალს. მათი აზრით, შარლიზი ნაშვილებ ბიჭუნას, 6 წლის ჯეკსონს იყენებს და მისი მეშვეობით სურს ყველას დაუმტკიცოს, როგორი თავისუფლად და პროგრესულად მოაზროვნეა. 

           

უკვე წლებია, შარლიზი ჯეკსონს ნებას რთავს, გოგოსავით ჩაიცვას და თმაც ასევე გაიკეთოს. რატომღაც ჯეკსონს დედა სულ კაბებით დაატარებს, ამჯერად თმაზე ნაწნავებიც ჰქონდა. მორიგი გამოსვლა პაპარაცებმა აღბეჭდეს ფირზე და ისევ მოჰყვა განხილვა და სჯა-ბაასი. 

          
            

ისევე, როგორც ანჯელინა ჯოლი აცმევს უფროს ვაჟს ბიჭურად და მასაც სდებენ ბრალს შვილებით მანიპულირებაში, ასევეა შარლიზი, რომელიც კრიტიკას ყურს არ უგდებს და კვლავ აგრძელებს საზოგადოების გაოცებას.





მსგავსი სიახლეები
სხვა სიახლეები