23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:24
31-03-2017
ჯორჯ მაიკლი გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ დაკრძალეს
2016 წლის 25 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაცვლილი ჯორჯ მაიკლი ახლაღა დაასაფლავეს. დაკრძალვის თარიღს ახლობლები მკაცრად ასაიდუმლოებდნენ, რომ ფანების ზღვა აეცილებინათ თავიდან, ამიტომ ცერემონიას მხოლოდ მისი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ.

      

პაპარაცებმა საფლავის სიახლოვეს დააფიქსირეს მომღერლის ბოიფრენდი ფადი ფავაზი, რომელმაც აღმოაჩინა მისი ცხედარი შობას, ასევე სუპერმოდელი კეიტ მოსი, მომღერალი ენდრიუ რიჯლი, ყოფილი მიჯნური კენი გოსი და სხვა ადამიანები.

      

მომღერალი დედის საფლავის გვერდზე დამარხეს. სამი თვე დასჭირდა ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას, რომ მომღერლის გარდაცვალების მიზეზები დადგენილიყო. სხვადასხვა ვერსიის განხილვის შემდეგ, დადასტურდა, რომ მომღერალი ბუნებრივად გარდაიცვალა და ადგილი არ ჰქონდა თვითმკვლელობას ან მკვლელობას. სამართალდამცველთა ცნობით, სიკვდილი გამოიწვია კარდიომიოპათიამ, მიოკარდის ანთებასთან ერთად, ასევე ღვიძლის საკმაოდ რთულმა მდგომარეობამ.

       




მსგავსი სიახლეები
სხვა სიახლეები