23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:27
04-04-2017
ყველაზე ლამაზთვალება მოდელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
მსოფლიო მედია დაშოკა ახალმა ამბავმა – ცნობილი მოდელი, 21 წლის გოგონა რაუდა ატიფა, რომელსაც ყველაზე ლამაზთვალება მოდელსაც უწოდებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ გოგონამ თავი მოიკლა. 
ინდოელი რაუდა ბანგლადეშის უნივერსიტეტში სწავლობდა და სწორედ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ოთახში აღმოაჩინეს მისი ცხედარი. ჯერჯერობით უცნობია მიზეზები, რის გამოც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 
ბოლოს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ინდური “ვოგის” გარეკანზე გამოჩენა გახლდათ, 2016 წლის ოქტომბერში. მაშინ გოგონა სხვა ცნობილ ინდოელ მოდელებთან ერთად პოზირებდა და კიდევ ერთხელ მიიპყრო მსოფლიო ფეშენინდუსტრიის ყურადღება. 
მიუხედავად ასეთი სერიოზული პერსპექტივებისა და ხმაურიანი დებიუტისა, მისი მეგობრების თქმით, გოგონას თავად არ ჰქონდა მოდის სამყაროს დაპყრობის გეგმები. რაუდა ატიფს ექიმობა და ადამიანების გადარჩენა უნდოდა.


სხვა სიახლეები