23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:23
04-04-2017
წიგნი, რომლის გამოც გვინეტ პელტროუს დასცინეს – რა დაწერა ასეთი ვარსკვლავმა
გვინეტ პელტროუ ცნობილია არა მხოლოდ კინოროლებით, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდითაც. თითქმის ყველა ინტერვიუსა თუ საჯარო გამოსვლაში ხაზს უსვამს, რომ ჯანსაღად იკვებება, ასევე კვებავს თავის შვილებს და დიდ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს. თავისი სილამაზის საიდუმლოდაც ამას მიიჩნევს.

ცოტა ხნის წინ კი პელტროუმ გამოსცა წიგნი, რომელშიც მისი რეცეპტებია თავმოყრილი და რომლითაც მყიდველები შოკში ჩააგდო.წიგნში, რომლის სახელწოდებაა “მხოლოდ სარგებელი: საოცარი და მარტივი რეცეპტები, რომლებიც მოხდენილს გხდიან და თავს კარგად გაგრძნობინებენ”, გვინეტი მკითხველს სთავაზობს საოცარ რამეებს: მაგალითად, საკვებად გამოიყენონ სანახევროდ შემწვარი ქათამი, დაუმატონ რაციონს ძვლების ბულიონი, ორგანიზმის გასაწმენდად კი მთელი კვირა სვან მხოლოდ თხის რძე. ეს ყველაფერი საკმაოდ საეჭვო რეკომენდაციებია, რის აღმოჩენასაც ექიმის დაკვირვებული თვალიც არ სჭირდება.

წიგნი უკვე მასხრად აიგდეს და სოციალურ ქსელებში მასზე ბევრს ხუმრობენ. მაგალითად იმაზე, თუ რატომ არ არის მასში შეხსენება, ხელები დაიბანონ საჭმლის მომზადებამდე და მირთმევამდე. ზოგი იმასაც წერს, რომ ახლა მიხვდა, რატომ გაექცა მსახიობს ცნობილი ქმარი და რა საწყალი იყო ალბათ ის, როცა ამ რეცეპტების მიხედვით მომზადებულ კერძებს მიირთმევდა.

გვინეტის რჩევები უცნაურად და საკმაოდ საეჭვოდ აღიარეს და შეიძლება ითქვას, მისი წიგნი ჩავარდა.


სხვა სიახლეები