23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:30
04-04-2017
რონალდოს ძეგლი, რომელიც აეროპორტის მგზავრებს აშინებს, ინტერნეტჰიტი გახდა
კრიშტიანუ რონალდოს ბრინჯაოს ძეგლი, რომელიც მის მშობლიურ მადეირაზე, აეროპორტში დადგეს, კვირის მთავარი განხილვის საგანია. 

აეროპორტის მგზავრები ამბობენ, რომ ეს ქანდაკება მათ აშინებს, სოციალურ ქსელში კი ის ნამდვილი ჰიტია, რომელზეც ბევრს იცინიან და ათასგვარ სახუმარო პოსტს იგონებენ. 

მადეირას აეროპორტს კრიშტიანუ რონალდოს პატივსაცემად მისი სახელი დაარქვეს და პატივისცემის უკეთ გამოსახატავად, ბიუსტიც დადგეს, თუმცა ბიუსტმა უკმაყოფილება და სიცილი მეტი გამოიწვია, ვიდრე ქება და აღტაცება. ინტერნეტში ხუმრობენ, როგორც ჩანს, რონალდო ერთ დროს მეგობრობდა მოქანდაკესთან და მერე იჩხუბესო...


სხვა სიახლეები