23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:29
04-04-2017
შიგნიდან შეღებილი კულულები – სეზონის მთავარი ჰიტი და წესები
მკვეთრად შეღებილი თმის ბოლოები ან შიდა კულულები – ეს ერთ-ერთი ყველაზე მოდური ტრენდია, განსაკუთრებით ამ სეზონზე. დიზაინერების ბოლო კოლექციებში და ცნობილი ვარსკვლავების გამოსვლებშიც ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. თუმცა სანამ თმის ბოლოებს ან შიდა კულულებს რომელიმე მკვეთრი ფერით შეიღებავთ, რამდენიმე წესი უნდა იცოდეთ აუცილებლად – მოგიხდებათ თუ არა, როგორ დაიცვათ სიფრთხილე და ა.შ.

•ქერათმიან გოგონებს პრაქტიკულად ყველა ფერი და ტონალობა უხდებათ – ფირუზისფერიდან ვარდისფრამდე და ადვილადაც ჯდება ეს ფერი.
•ძალიან ლამაზად ჩანს საღებავი დაახლოებით თავის 5-6 დაბანაზე ჩერდება კარგად, მერე ნელ-ნელა გადადის. თუ კარგ საღებავს იყენებთ, თმას არ დაიზიანებთ.
•სანამ თმას მთლიანად შეიღებავთ, ან თუნდაც კულულებს, შავ და მუქთმიანებმა უმჯობესია, შესაღები ადგილები ჯერ გაიღიავონ, რომ ფერი კარგად დაჯდეს.
•მუქთმიან გოგონებს უფრო უხდებათ ლურჯი, მწვანე ტონები, ასევე წითლის ტონალობები. 
•რაც შეეხება კოლორირებული თმის მოვლას, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თქვენი თმის ტიპის შესაფერისი თმა და კონდიციონერი.

ძირითადი შეცდომები:
•თმის შეღებვა ყოველთვის ჯობს სპეციალისტთან, რადგან სახლში შედეგი იშვიათად გამოდის ისეთი, როგორსაც ველით.
•ნუ გარისკავთ, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ნამდვილად გსურთ თმის მკვეთრად შეღებვა. თუ უბრალოდ გსურთ, წვეულებაზე გამოიყურებოდეთ ეფექტურად, მისამაგრებელი კულულების გამოყენებაც შეგიძლიათ, რომელიც ნებისმიერი ფერისა იყიდება და ადვილად მაგრდება თმის ძირებზე. 
•ასევე არსებობს გელები და ტონიკები, რომლებიც სულ ცოტა ხნით დაგისვამენ სასურველ ფერს და შემდეგ პირველივე დაბანისას თქვენი თმა საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება.


სხვა სიახლეები