23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:28
04-04-2017
დღის ფოტო – დეფილე ვერტიკალური კლდის გასწვრივ
ჩინეთში საოცარი ჩვენება გაიმართა – კაბების დემონსტრაცია 2 ათას მეტრ სიმაღლეზე. 

70-მა მოდელმა გოგონამ მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში, რომელიც ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით ჩუნცინის ვერტიკალური კლდის გასწვრივ მოწყობილ საკმაოდ საშიშ ბილიკზე შედგა. 

გოგონებმა ჩინური ტრადიციული კაბები – ციპაოები წარმოადგინეს კრეატიული დეკორატიული მზის ქოლგებით და მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს ამ უჩვეულო აქციით.

მოდელებისთვის ეს არ იქნებოდა იოლი გასეირნება, თუმცა ყველაზე რთული სამუშაო მაინც ფოტოგრაფებისთვის აღმოჩნდა, რომლებსაც საჭირო კადრები უნდა გაეკეთებინათ ამ ვიწრო და მაღალ, მიუდგომელ ადგილებში.


სხვა სიახლეები