23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:34
05-04-2017
ცნობილი პოლიციელის შვილი ბლინების ჭამის კონკურსს ემსხვერპლა
ამერიკის შტატ კონექტიკუტში 20 წლის სტუდენტი გოგონა – კეიტლინ ნელსონი ემსხვერპლა ერთი შეხედვით მხიარულ კონკურს. ბლინების ჭამისას, შეჯიბრების დროს გოგონა დაიხრჩო – საჭმელი ყელში გაეჩხირა. 

თანაკურსელები ეცადნენ, პირველადი დახმარება აღმოეჩინათ, სასწრაფოც გამოიძახეს და საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, გოგონას მამა ჯეიმს ნელსონი ცნობილი პოლიციელი იყო, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარი ცნობილი ტერაქტის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

მსგავსი შემთხვევა ცოტა ხნის წინ ამერიკის ქალაქ დენვერშიც მოხდა – 42 წლის მამაკაცი ფუნჩულების სწრაფად მირთმევის კონკურსში მონაწილეობდა, საჭმელი გადასცდა და გარდაიცვალა.


სხვა სიახლეები