23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:30
05-04-2017
ჯეკი ჩანის ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა – გოგონა კლინიკაშია
ჯეკი ჩანის 18 წლის ქალიშვილი ეტა ნგ, რომელიც ჰოლივუდის მსახიობს ყოფილმა მოდელმა ელეინ ნგ-მ გაუჩინა, ჰონკონგის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. გოგონას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა – ვენები გადაიჭრა. 

ეტა და მისი მეგობრები ტაილანდში გაემგზავრნენ დასასვენებლად. თუმცა 2 აპრილს გოგონამ მოულოდნელად შეწყვიტა არდადეგები, დეპრესიაში მყოფი დაბრუნდა შინ და სუიციდი სცადა. 

მას ახლა ექიმები მიხედავენ, თუმცა ამბობენ, რომ დეპრესიული ხასიათი რა ხანია, აქვს. გოგონა ბავშვობიდან განიცდიდა უმამობას და ასევე დედის რთულ ხასიათს. ამბობენ, რომ ბოლო წლებში ყოფილი მოდელი ალკოჰოლს მიეჯაჭვა და ქალიშვილს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.

ეტას დედა, “მის აზია 1990”-ის გამარჯვებული ელეინ ნგ ერთმანეთს ფილმ “შესანიშნავის” გადაღებებზე ხვდებოდნენ დ ამალევე დაშორდნენ. თუმცა ამ კავშირიდან გაჩნდა ქალიშვილი, რომელსაც ჯეკიმ გვარი არ მისცა. ამავე პერიოდში მას უკვე ჰყავდა ცოლი – ტაივანელი მსახიობი ლინ ფენცზაო, რომელმაც მას ვაჟი ჯეისი ჩანი აჩუქა. 

სხვათა შორის, ჯეკის არც ამ ფრონტზე გაუმართლა – ჯეისი მამის კვალზე აპირებდა წასვლას, მაგრამ კარიერა ვერ ააწყო და 2014 წელს ციხეში აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატების შენახვისა და გავრცელებისთვის.


სხვა სიახლეები