23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:25
06-04-2017
`მის მსოფლიო” გიბრალტარის მერი გახდა – 30 წლის ლამაზმანის ახალი ცხოვრება
გიბრალტარს ახალი მერი ჰყავს – 30 წლის კაიანე ლოპესი, რომელიც 2009 წლის “მის მსოფლიო” გახლავთ. ოფიციალურად მან უკვე დაიკავა თავისი თანამდებობა. 

ბრიტანეთის კუთვნილებაში მყოფ ამ ტერიტორიას გუბერნატორი მართავს, რომელსაც ლონდონში ნიშნავენ, მერის თანამდებობა კი უფრო ცერემონიულ ხასიათს ატარებს. კაიანეს უკვე უწოდეს ყველაზე ლამაზი მერი მსოფლიოში.

კაიანე გირბალტარშია დაბადებული. ბავშვობიდან ცეკვავდა და 14 წლისა ცნობილი საცეკვაო ჯგუფის წევრიც იყო. სანამ “მის მსოფლიო” გახდებოდა, მედდად მუშაობაც მოასწრო. როგორც მისი ტეროტორიის სხვა მცხოვრებლები, ისიც საუბრობს ინგლისურად და ესპანურად.

კაიანე პირველი გიბრალტარელია, ვინც “მის მსოფლიოს” ტიტულს დაეუფლა და შინ დაბრუნებულს ნამდვილი სამეფო მიღება ელოდა: თანამემამულეები ქუჩაში იყვნენ გამოსულები და ასე ეგებებოდნენ გამარჯვებულს.

კონკურსის შემდეგ მალე გათხოვდა და ქალიშვილობის გვარი – ალდორინო, ლოპესით შეიცვალა. ახალ მერს ქმარი და ერთი ქალიშვილი ჰყავს. ის ყველაზე ახალგაზრდა მერია გიბრალტარის ისტორიაში და ყველაზე ლამაზიც. ასევე მესამე ქალია ამ პოსტზე. 2014 წლიდან ლოპესი მერის მოადგილე იყო და წელს დააწინაურეს.


სხვა სიახლეები