23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:36
06-04-2017
რამდენს იღებენ უცხოელი ვარსკვლავები “ინსტაგრამის” პოსტებში – დაუჯერებელი ციფრები
ინსტაგრამი რა ხანია იქცა პლატფორმად, რომელსაც საკმაო შემოსავალი მოაქვს სოციალურ ქსელში პოპულარული ვარსკვლავებისა და ბლოგერებისთვის. მაგალითად, კიმ კარდაშიანის ოჯახობა თავისი სოციალური ქსელებით 400 ათას დოლარს იღებს, თითოეულ პოსტში. თუმცა ეს არ არის ზღვარი. ინსტაგრამის ყველაზე პოპულარულ მომხმარებელ სელენა გომესს (რომელსაც 116 მილიონი ხელმომწერი ჰყავს) სულ სხვა თანხებს აძლევენ. ამბობენ, რომ ის თითოეული სარეკლამო პოსტისთვის ის 775 ათას დოლარს იღებს.

შემოსავალი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ხელმომწერთა რაოდენობაზე. არამედ იმაზეც, რამდენად აქტიურია მომხმარებელი სოციალურ ქსელში. სელენამ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ თავად სულაც არ უყვარს ინსტაგრამზე აქტიურობა და ამ მნიშვნელოვან საქმეს მენეჯერს ავალებს. სამაგიეროდ, ბიონსე თავად აგებს პასუხს კონტენტზე და ერთ პოსტში მილიონ დოლარამდე იღებს.

იმისთვის, რომ რეკლამაში ფული აიღო, ბრენდი უნდა გამოაჩინო ფოტოზე ჰეშტეგით ან მის გარეშე. ასე ფულს ჩვეულებრივი მომხმარებლებიც აკეთებენ. ვისაც ინსტაგრამზე 10 ათასი და მეტი ხელმომწერი ჰყავს, ის უკვე მომხიბვლელად გამოიყურება რეკლამისთვის. სოციალურ ქსელში პოპულარული ლამაზმანები, სპორტსმენები, ბავშვები ხშირად არეკლამებენ სამოსს, ნიღბებს, რესტორნებს, კლუბებს და ა.შ.


სხვა სიახლეები